logo
ENG



კობახიძის აზრით, ღარიბაშვილის გამოსვლა კატარში "არაჩვეულებრივი" იყო

24 მაი 202314:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/2d3prnj1rdgzakn.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ფორუმზე გამოსვლას უწონებს და ამბობს, რომ "არაჩვეულებრივი იყო".

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, სადაც პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებას განაგრძობს. კობახიძის მტკიცებით, პრემიერმა გააკეთა "ყველა აქცენტი, რაც უკავშირდება საქართველოს პრიორიტეტებს".

"პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის შეეხო პრემიერი ბუნებრივია იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია მკაფიოა, ბუნებრივია, სანქციებთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი - რა თქმა უნდა, ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, ქვეყანას, აქედან გამომდინარე, სანქციები არ დაწესდება", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა "ჩვეულებრივი ამბავია". ამასთან, მან კვლავ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში.


close დახურვა